© Husky Park 2017

Husqvarna-სა და KTM-ის

მოტოციკლების სერვისი

დავით ქემოკლიძე, ჩვენი სერთიფიცირებული ტექნიკოსი, რომელიც გაგიწევთ შეკეთების სერვისს Husqvarna-სა და KTM-ის მოტოციკლებისთვის.

ძრავი: ზეთისა და ფილტრის გამოცვლა, სანთლის გამოცვლა, აირგამანაწილებელი სისტემის დიაგნოზი და გასწორება (სარქველების ღრეჩოს სტანდარტზე დაყენება, გამანაწილებელი ლილვის ჯაჭვის გამოცვლა), ჰაერის ფილტრის გამოცვლა, ძრავის კაპიტალური შეკეთება.

გადაცემათა კოლოფი: დიაგნოზის დასმა, შეკეთება, გადაცემათა კოლოფში ზეთის გამოცვლა თუ ძრავისგან დამოუკიდებელი სისტემაა.

სამუხრუჭე სისტემა: ხუნდების გამოცვლა, სამუხრუჭე სითხის გამოცვლა,სამუხრუჭე სისტემასთან დაკავშირებული პრობლემების  აღმოჩენა და აღმოფხვრა.

ამორტიზატორი: ამორტიზატორების რეგულირება   ბაიკერის წონის  მიხედვით, ამორტიზატორის დაშლა გაწმენდა, ზეთის და ცვეთადი დეტალების შეცვლა.

ელექტროობა: კომპიუტერული დიაგნოსტიკა (მხოლოდ Husqvarna-ს მოტოციკლების  შემთხვევაში), ელექტო სისტემაში პრობლემის აღმოფხვრა.

დაგვიკავშირდი: +995 595 031330 

გვიპოვე რუკაზე

  • White Facebook Icon
  • White YouTube Icon